გენოციდი

გენოციდი
• (ბერძნული სიტყვიდან „genos” (რასა, ჯიში) და ლათინური სუფიქსიდან („cide” მოკვლა)). ლევკინის მიხედვით, გენოციდი მოიცავს „ეროვნული ან ეთნიკური ჯგუფის განადგურებას და გულისხმობს შეთანხმებული გეგმის არსებობას, მიმართულს ინდივიდუალურად ამორჩეული პირების სრული განადგურებისაკენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან ამ ჯგუფების წევრები.
Source: ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
• არ იყო საერთაშორისოდ მიღებული ტერმინი, ვიდრე კონვენციის მიღების შემდეგ ერთა ლიგის უმცირესობათა დაცვის გარანტიები და სახელმძღვანელო მითითებები არ აღმოჩნდა შესაბამისად ეფექტიანი ტოტალიტარული მუქარის წინაშე. წესდებამ, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ნიურემბერგის სამხედრო ტრიბუნალი, დაგმო „ჟლეტის“ პრაქტიკა (ნიურემბერგის წესდება, მუხლი 6 (გ)), და არა „გენოციდი“. თუმცა ნიურემბერგის პროცესზე გერმანელ ომის დამნაშავეთა ბრალდებებს შორის შეიძლება მოიძებნოს სიტყვა „გენოციდის“ პირველი მოხსენიება. 1945 წლის 8 ოქტომბერს ომის ზოგიერთი მნიშვნელოვანი დამნაშავის მიერ ჩადენილი დანაშაული განისაზღვრა, როგორც „წინასწარ განზრახული და სისტემატური გენოციდი“. იქნებ გასაკვირიც კია, ტრიბუნალის განაჩენში არსად არაა ნახსენები სიტყვა „გენოციდი“ მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად იყო განხილული მისი რეალობა. გენოციდის დანაშაულის განხილვის ერთ-ერთი მომხრე, რაფაელ ლემკინი, გენოციდს განსაზღვრავს, როგორც „სხვადასხვა ქმედებათა კოორდინირებული გეგმა, რომელიც მიმართულია ეროვნული ჯგუფების სიცოცხლის მთავარი საფუძვლების განადგურებისკენ... ასეთი გეგმის მიზანი იქნებოდა პოლიტიკური და კულტურის სოციალური ინსტიტუტების, ენის, ეროვნული გრძნოების, რელიგიის და ეროვნული ჯგუფების ეკონომიკური არსებობის დანაწევრება და ადამიანების პირადი უსაფრთხოების, თავისუფლების, ჯანმრთელობის, ღირსების და სიცოცხლის განადგურება. გენოციდი მიმართულია ეროვნული ჯგუფისკენ, როგორც ერთეულისკენ, ხოლო მასთან დაკავშირებული ქმედებები მიმართულია ინდივიდების წინააღმდეგ არა როგორც ინდივიდუალური დამნაშავის, არამედ როგორც მოცემული ჯგუფის წევრის წინააღმდეგ“ (ლემკინი რ., გვ. 79). ლემკინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა და კიდევ უფრო გააფართოვა ეს განსაზღვრება მომდევნო სტატიაში და განსაზღვრა გენოციდი, როგორც, უმთავრესად, „ადამიანთა ჯგუფის განადგურების ან მისთვის ნაწილობრივი ზარალის მიყენების“ განზრახვა (1947, გვ. 147). განსაზღვრული „ჯგუფის“ არსებობა ამ განსაზღვრების ძირითადი შინაარსია. გენოციდმა პირველი საერთაშორისო აღიარება ჰპოვა გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში №961: „გენოციდი ნიშნავს ადამიანთა მთელი ჯგუფისთვის არსებობის უფლების ჩამორთმევას“. ეს შეიძლება იყოს რასობრივი, რელიგიური, პოლიტიკური ან რაიმე სხვა სახის ჯგუფი, ანუ რაიმე ნიშნით გაერთიანებული „ჯგუფი“. გენერალური ასამბლეის რეზოლუციით გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს დაევალა კონვენციის პროექტის მომზადება გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილების და მისი დასჯის შესახებ. აღნიშნული სამუშაოს შედეგად მიღებული გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი დასჯის კონვენცია წინააღმდეგი ხმის გარეშე მიიღეს 1948 წლის 9 დეკემბერს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით №260 II. თუმცა „გენოციდი“ კონვენციის კონტექსტში მოიცავს ოდნავ მეტს, ვიდრე წმინდა ფიზიკური გენოციდი. კონვენციის მე-2 მუხლში ნათქვამია: „წინამდებარე კონვენციაში გენოციდი ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის განადგურებას მთლიანად ან ნაწილობრივ. ამგვარ ქმედებებს განეკუთვნება: (ა) ჯგუფის წევრების ჟლეტა; (ბ) ჯგუფის წევრებისთვის სერიოზული ფსიქიური თუ ფიზიკური ზიანის მიყენება; (გ) ჯგუფისთვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა განზრახ, რაც თავიდანვე გასაგებია, რომ გამოიწვევს მის მთლიან ან ნაწილობრივ განადგურებას; (დ) ჯგუფში შობადობის შემცირებისკენ მიმართული ზომების მიღება; (ე) ერთი ჯგუფის ბავშვების იძულებითი გადაყვანა მეორე ჯგუფში“. კონვენციის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მან გენოციდი საერთაშორისო დანაშაულად აღიარა. ეს არის „საზიზღარი ნარჩენები“, რომლისგანაც კაცობრიობა უნდა განთავისუფლდეს, და რომელიც „ეწინააღმდეგება გაერო-ს იდეებსა და მიზნიებს და დაგმობილია ცივილიზებული სამყაროს მიერ“ (პრეამბულა). მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, კონვენციის განხილვის შემდეგ, განაცხადა, რომ „კონვენცია აშკარად მიღებული იქნა წმინდა ჰუმანიტარული და ცივილური მიზნებით“ გენოციდის, როგორც საერთაშორისო დანაშაულის, რომელიც ნიშნავს „მთლიანი ჯგუფების არსებობის უფლების უარყოფას, უარყოფას, რომელმაც შეძრა კაცობრიობა და მოიტანა დიდი დანაკარგი“, დაგმობისა და დასჯის გამოკვეთილი მიზნით (დათქმები გენოციდის კონვენციის მიმართ, გვ. 23). ამჟამად გენოციდი განიხილება, როგორც საერთაშორისო დანაშაული ან, სულ ცოტა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე მიეცა გენოციდისთვის საერთაშორისო დანაშაულის სახელის დარქმევის საშუალება საქმეში „დათქმები გენოციდის კონვენციის მიმართ“: „კონვენციის საწყისები გვიჩვენებს, რომ გენოციდის, როგორც საერთაშორისო სამართლის დანაშაულის, დაგმობა და დასჯა იყო გაერო-ს განზრახვა... ამ წარმოდგენიდან გამომდინარე პირველ შედეგს წარმოადგენს ის, რომ კონვენციის საფუძვლად დადებული პრინციპები აღიარებულია ცივილიზებული ერების მიერ, როგორც შესასრულებლად სავალდებულო სახელმწიფოებისთვის, შეთანხმებით დადგენილი რომელიმე კონკრეტული ვალდებულების გარეშეც კი“ (გვ. 23).
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Полезное


Смотреть что такое "გენოციდი" в других словарях:

  • Ethnic cleansing of Georgians in Abkhazia — The Ethnic Cleansing of Georgians in Abkhazia, [ Budapest Declaration and Geneva Declaration on Ethnic Cleansing of Georgians in Abkhazia between 1992 1993 adopted by the OSCE and recognized as ethnic cleansing in 1994 and 1999 ] [ The Human… …   Wikipedia

  • რასობრივი ჯგუფი — რასა, გარკვეულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფია, რომელსაც აქვს საერთო წარმომავლობა, რაც ვლინდება მხოლოდ ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელი მემკვიდრეობითი მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური ნიშნების ერთობლიობით. Source: ღლიღვიაშვილი… …   Georgian encyclopedia

  • ძალადობრივი დანაშაული — პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და, აგრეთვე, საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობა. ძალადობრივი დანაშაულების საფუძველს წარმოადგენს პიროვნების ან საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ განხორციელებული… …   Georgian encyclopedia

  • ქსენოფობია — • ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,შიშს უცხოელის მიმართ“. ეს არის შფოთვა, რომელიც ყოველივე უცხოს მიმართ ნეგატიური სტერეოტიპული დამოკიდებულებებითა და წინასწარგანსჯებითხასიათდება. ეს შიში განსხვავებული ადამიანების მიუღებლობასა და მათ მიმართ …   Georgian encyclopedia

  • რელიგიური ჯგუფი — ნებისმიერი რელიგიური ნიშნით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობა. Source: ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999 …   Georgian encyclopedia

  • რომის სტატუსი — ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისს, შექმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც მოქმედებს გაერო ს სისტემასთან ერთად და განახაორციელებს მართლმსაჯულებას ისეთ განსაკუთრებით სერიოზულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც იპყრობს… …   Georgian encyclopedia

  • ეთნიკური ჯგუფი — • ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური დაჯგუფების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ცნობილია ტომის, ეროვნების, ერისა და სხვა წარმონაქმნის სახით. თავის მხრივ, ეს სახელწოდება უთანაბრდება ტერმინს “ხალხის” ეთნოგრაფიულ მნიშვნელობას. Source:… …   Georgian encyclopedia

  • ერი — • (ნაცია) ადამიანთა სოციალურ ისტორიული ერთობის ფორმაა, რომელიც ყალიბდება ტერიტორიის, ეკონომიკური კავშირების, საერთო ეროვნული ლიტერატურული ენის, ეროვნული კულტურის ძირითად თავისებურებათა და მათთან უშუალოდ დაკავშირებული ფსიქიკური წყობის ერთობის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»